ივანიშვილი - ბარიერი კანდიდატის სტატუსის მისაღებად | დებატები ევროპარლამენტში

გამოქვეყნდა:

ევროპელი პოლიტიკოსების სრული ერთსულოვნება - სტრასბურგში "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს ყველა - მათ შორის საქართველოს მმართველი პარტიის მოკავშირეებიც კი. კონფლიქტის მიზეზი ცალსახად ნათელია - ხელისუფლება არ უზრუნველყოფს დასავლური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.

ევროპელი პოლიტიკოსები მთავარ ფაქტორსაც ასახელებენ. ბიძინა ივანიშვილის სახელი სხდომათა დარბაზში იმდენად ხშირად ჟღერდა, რომ ფაქტია, პოლიტიკური ფოკუსი ახლა სწორედ ოლიგარქზეა და ამ კონტექსტში სანქციებზე საუბარი ევროპარლამენტში სულ უფრო მძიმე პოლიტკურ წონას იძენს.

თბილისში კი "ქართული ოცნების" რეაქცია ისევ ყველასთვის ნაცნობი და ღიმილის მომგვრელი იყო. მმართველ პარტიაში ევროდეპუტატებს ისევ ნაციონალების ლობისტებად მოიხსენიებენ, და ევროპარლამენტიდან მომდინარე კრიტიკაში მთავარ ოპოზიციურ პარტიას ადანაშულებენ. 
 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი