
"კანონპროექტმა თავისი ფუნქცია შეასრულა - მოხდა აგენტების ლუსტრაცია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საურობს.
კანონპროექტმა თავისი ფუნქცია რეალურად უკვე შეასრულა. ჩვენ ვთქვით, რომ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მიღების შემთხვევაში შეიძლებოდა ამ მიზნებისთვის მიეღწია. რეალურად ძალიან ბევრი რამ გააშიშვლა. მათ შორის, მოხდა რეალურად აგენტების ლუსტრაცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ რომ კანონპროექტის მიღება გაგვეგრძელებინა, მოხდებოდა რა - გაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, შენიშვნებს გავითვალისწინებდით, დააწერნებდნენ აუცილებლად ვენეციის კომისიას რომ ტერმინი აგენტი არის ცუდი. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით მუშაობს ეს ტერმინი ამერიკაში, შეიცვლებოდა ეს ტერმინი. ერთადერთი რა რჩებოდა ამ კანონიდან, რჩებოდა ყოველწლიური დეკლრაციების ამსახველი მარტივი ვებგვერდი. ეს იყო რელაურად ამ კანონის შედეგი," - ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, "საზოგადოებამ გამიჯნა, ვინ არის აგენტი, ვინ არ არის აგენტი, ვინ რა საქმიანობით არის დაკავებული ჩვენს ქვეყანაში..."
საბოლოო ჯამში ეს პროცესი, მათ შორის აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ ენჯეოების მეშვეობით და დახმარებით, საქართველოში ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება, - თქვა მან.