"მხარდაჭერის იმედი გვაქვს" | სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, - წერს ზურაბიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი