
"თუ რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს გადაადგილება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს.
"თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს გადაადგილება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა. თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ჩვენ ამაზე საზოგადოებას ბუნებრივია მივაწვდით ინფორმაციას, - თქვა მან.
მისივე თქმით, "ოცნების" რამდენიმე დეპუტატის გადაწყვეტილება, მხარი არ დაეჭირათ რუსული კანონპროექტისთვის, განპირობებული იყო "მძიმე წნეხით" და "ფაშისტური კამპანიით, რომელიც წარმოებული იყო დეპუტატების მიმართ".