ენმ რეგიონებში საკუთარ კანდიდატებს დააყენებს, სხვა პარტიებს მოგიწოდებთ შეთანხმებისკენ - უგულავა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" პარტიებს რეგიონებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გიგი უგულავამ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება, რომ რეგიონებში საკუთარი კანდიდატები დააყენოს, ტაქტიკური შეცდომაა.

ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა ენმ-სთან და მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა, ენმ-ს  გადაწყვეტილება იგივე დარჩა - ყველგან დააყენოს კანდიდატურა. ეს მათი უფლებაა. ჩვენ ეს ტაქტიკურ შეცდომად მიგვაჩნია, მაგრამ ნება მათია. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის წინააღმდეგ მთლიანი ოპოზიციის მყარი პოზიციების შესანარჩუნებლად, ვთავაზობთ ყველა სხვა პარტიას -  გავაგრძელოთ კონსულტაცია და უმოკლეს ვადებში შევთახმდეთ რეგიონებში საერთო, ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევაზე, - თქვა გიგი უგუალავამ.

პარტიაში აცხადებენ, რომ თუ ენმ გადაწყევტილებას შეცვლის და რეგიონებში კოორდინაციის სურვილი ექნება "კარი ღიაა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი