
"რუსეთის საშიში ჯაშუშური ქსელი გამოვლენილია, სენსაციური სიახლე" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას პოლონური მედია და წერს, რომ პოლონურმა სამსახურებმა გაანადგურეს ჯაშუშური ქსელი, რომელიც მუშაობდა რუსეთისთვის.
მედიის ცნობით, ჯაშუშების ჯგუფს დივერსიის მოსაწყობად, პოლონეთში მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. ირკვევა, რომ პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ჯაშუშური საქმიანობისთვის 6 პირი დააკავეს.
"მათ სარკინიგზო მარშრუტებზე, სადაც მთავარ კვანძებზე დაამონტაჟეს ფარული კამერები, შემდეგ მონაცემებს ინტერნეტით გადასცემდნენ ქსელს. ამ გზით მათ მიიღეს ინფორმაცია მოძრაობისა და ტრანსპორტის შესახებ",- წერს პოლონური მედია.
პოლონელი ჟურნალისტები უშიშროების წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ დაკავებულები აღმოსავლეთ საზღვრიდან შესული უცხოელები არიან, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდნენ.
პოლონური გამოცემის ცნობით, სარკინიგზო მარშრუტებსა და ეროვნულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ქსელის საქმიანობასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მკაცრი ზომები მიიღეს.