
უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ოლექსეი გერაშენკო ავრცელებს საკუთარ Telegram-ის არხში და წერს, რომ მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, ბელარუსის ტერიტორიაზე მტრის თვითმფრინავების აქტივობა ფიქსირდება.
ცნობები ვრცელდება უკრაინული მედიის "ტელეგრამის" არხებში და ისინი მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, განგაშია გამოცხადებული უკრაინის დედაქალაქ კიევშიც.