
დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას უკრაინის დახმარების ფონდის შექმნის შესახებ დაახლოებით 7 მლრდ დანიური კრონის [რედ.1 მილიარდ დოლარზე მეტი] ოდენობით - ინფორმაციას უკრაინის პარლამენტი, "რადა" ავრცელებს.
"მადლობას ვუხდით დანიის პარლამენტს და მთავრობას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, ერთიანობისა და პასუხისმგებლობისთვის! ეს არის უკრაინელი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარების გამოვლინება მათი თავისუფლებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში" - ამბობს ოლენა კონდრატიუკი, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე.
2023 წლისთვის უკრაინის დახმარების ფონდი ითვალისწინებს:
"ამ შეთანხმებით, ჩვენ გამოვყოფთ 7 მილიარდზე მეტ დანიურ კრონს უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის. მოხარული ვარ, რომ დანიის პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას და აჩვენებს, რომ დანია უკრაინის გვერდით დგას“, - განაცხადა დანიის ფინანსთა მინისტრმა ნიკოლაი ვამენმა.