"ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტში აღარ დადიან

გამოქვეყნდა:

7-8 მარტის დემონსტრაციებისა და რუსული კანონის უკან გატანის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტში აღარ დადიან. მმართველი პარტიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ იმყოფებიან იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში მართალია არასასესიო, მაგრამ მაინც სამუშაო დღეებია. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი საკომიტეტო მოსმენა გაიმართა - კულტურის კომიტეტის სხდომა, რომელიც სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. 

ოპოზიციაში თვლიან, რომ "ქართული ოცნება" აქციების შემდეგ, მედიას ემალება და მათ არაფერი აქვთ სათქმელი არც საზოგადოებისთვის და არც ჟურნალისტებისთვის.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი