ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური მოტივებით - HRC-ის ანალიტიკური დოკუმენტი

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა  პოლიტიკური მოტივებით - ადამიანის უფლებათა ცენტრი ანალიტიკურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც განხილულია სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები. საუბარია ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძისა და ლევან ხაბეიშვილის შემთხვევებზე.

"დოკუმენტის მიზანია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის  გათვალისწინებით, შეაფასოს საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებების სამართლებრივი და პროცესუალური მხარე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს პოლიტიკური მოტივები. სავარაუდო პოლიტიკური მოტივი, პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად, განსაკუთრებით მაშინ იკვეთება, როდესაც სისხლის სამართლებრივი დევნა პარლამენტის წევრთა მიმართ არის დაწყებული, რომელთაც საპარლამენტო მანდატი საშუალებას აძლევთ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე და კანონშემოქმედებით საქმიანობაზე. 

დოკუმენტში მიმოხილულია სხვადასხვა ოპიზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის - ნიკანორ მელიას, ბადრი ჯაფარიძის და ლევან ხაბეიშვილის სისხლის სამართლის საქმეები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი  პროექტის ფარგლებში – „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი“, აკვირდება საქართველოს პარლამენტის ყოფილი თუ მოქმედი წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს. მონიტორინგის პერიოდში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რამდენიმე ანგარიში და ანალიტიკური დოკუმენტი, სადაც აღწერილია სხვადასხვა სამართლებრივი, თუ პროცესუალური დარღვევები. შეგროვებულმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის და პარლამენტის წევრის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, კვლავ აქტუალურს ხდის საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და სანდოობის საკითხებს." ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტი სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი