
"დღესაც ვხედავთ, რომ ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიული აქტივისტები, თუ ე.წ. ცნობადი სახეები ჩართული არიან ადამიანის მიმართ ზიზღის გაღვივების კამპანიაში. მე მიკვირს საერთოდ, რანაირად იტანს მედია ამდენ ზიზღის გაშვებას ეთერში. როდესაც ადამიანი პირდაპირ, 100 წლის წინანდელი ბოლშევიკური მეთოდებით, როდესაც კარდაკარ აკითხავდნენ ადამიანებს, რომ თავისი ზიზღი ბოლომდე გამოეხატათ ადამიანის მიმართ, ამით არიან დღეს დაკავებული...
ყოფილი სახალხო დამცველის ხელმძღვანელობით, რომელმაც პირდაპირ ზიზღის გამღვივებელი, ფაშისტური მოწოდებები გააკეთა, მისი თამადობით და სხვა დომინანტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, პირდაპირ თავად არიან ზიზღის გამღვივებლები...ყველა წითელი ხაზი გადალახეს და ოჯახის მცირეწლოვან წევრებზე დაიწყეს შეტევა"
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.