
რუსეთში დააკავეს კრემლის კრიტიკოსი და ქალაქ ეკატერინბურგის ყოფილი მერი ევგენი როიზმანი. განცხადება ამის შესახებ მისმა ცოლმა ხუთშაბათს გაავრცელა.
იულია კრუტეევი ამბობს, რომ რიოზმანს ბრალად ედება დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის კომენტარის "რეპოსტის" გამოქვეყნება რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე.
"ვიღაცამ დეკემბერში დაწერა ბრალდება, რომ მან გამოაქვეყნა ექსტრემისტული სიმბოლოები VK-ზე, როგორც ჩანს, არის ნავალნის რეპოსტი", - დაწერა კრუტეევამ ფეისბუქზე.
მისი თქმით, როიზმანს არ აქვს ანგარიში VKontakte-ზე და, სავარაუდოდ, რეპოსტი გაკეთდა მის სახელზე არსებულ ჯგუფში, რომელთანაც "მას არანაირი კავშირი არ აქვს".
როიზმანის ადვოკატმა ვლადისლავ იდამჟაფოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს დაუდასტურა, რომ როიზმანს ბრალად ედება სოციალურ ქსელ VKontakte-ზე რეპოსტი. იდამჟაფოვმა დასძინა, რომ როიზმანს "არასდროს ჰქონია პირადი გვერდი VKontakte-ზე, მას არასოდეს გამოუყენებია ეს სოციალური ქსელი".
მას 10 ან 15 დღით პატიმრობა ემუქრება.