სახელმწიფო ბიუჯეტიდან გუბერნატორებისა და მუნიციპალიტეტების მერებისთვის 54 ახალი მანქანა იყიდეს. რისთვისაც ჯამში დეკემბერში სულ 4 მლნ ლარია დახარჯული. ახალი ავტომობილები, რომლის ერთეულის ღირებულება საშუალოდ 80 000 ლარს სცდება, ბოლო დღეების განმავლობაში ჩინოვნიკებს დაურიგეს.
რეგიონული პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად ისევ ხელისუფლების ზედა ეშელონის პირადი კომფორტი და უსაფრთხოება რჩება, მაშინ როცა რეგიონებში კვლავაც მწვავედ დგას სოციალური და ეკონომიკური სახის პრობლემები.
ახალი მანქანები რეგიონებში გუშინ დარიგდა და დღეიდან ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები უკვე ახალი მანქანებით გადაადგილდებიან.
არსებული ინფორმაციით, ყველა მანქანა "ოცნების" ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიისგან შეიძინეს, რაც კორუფციის მკვლევარებისთვის შესაძლო კორუფციის მაჩვენებელია.
ავტორი: ნინო გიგაური