მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზადაა ახალ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდეს უახლოეს დღეებში. მან წერილი "ვივამედიდან" სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია შაბათ-კვირას. მადლობა გამოთქმული სურვილისთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ლევან იოსელიანმა გუშინ განაცხადა, რომ სურვილის არსებობის შემთხვევაში მზადაა მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს. მისივე თქმით, აპირებს შეხვდეს ომბუდსმენის კონსილიუმსა და ოჯახს, ასევე, სხვა დაინტერესბულ პირებსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი