რუსეთის მიერ, მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან 1 წელი გავიდა

გამოქვეყნდა:

1 წელი მარიუპოლის თეატრის შენობის დაბომბვიდან - შენობა, რომელსაც ადგილობრივები აფარებდნენ თავს, რუსულმა ავიაციამ გასული წლის 16 მარტს დაბომბა. აგრესორმა ავიაიერიში მიიტანა იმის მიუხედავად, რომ ადგილზე გამაფრთხილებელი წარწერა "ბავშვები" იყო გაკეთებული.  

უკრაინა მარიუპოლის თეატრის დაბომბვას ომის დანაშაულად აფასებს. თარიღს უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერით გამოეხმაურა:

"ერთი წლის წინ რუსეთმა შეგნებულად ჩამოაგდო ბომბი მარიუპოლის დრამატულ თეატრზე. მის გვერდით იყო წარწერა „ბავშვები“, რომლის არშემჩნევაც შეუძლებელი იყო. იქ ასობით ადამიანი აფარებდა თავს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ პასუხი აგოს იმისთვის, რაც გააკეთა." წერს ზელენსკი.

ოფიციალური მონაცემებით, მარიუპოლის თეატრზე ავიაიერიშის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ქალაქი რუსების მრავალთვიანი ბლოკადის შემდეგ, ამჟამად ოკუპირებულია და თითქმის სრულადაა განადგურებული. რუსულმა აგრესიამ მარიუპოლს ჰუმანიტარული კატასტროფა მოუტანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი