
როსტოვში, FSB-ს სასაზღვრო დაცვის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რუსული მედია წერს, რომ ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა, მოგვიანებით კი ხანძრის გავრცელების გამო საწვავის კონტეინერები აფეთქდა.
რუსეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ხანძარი ორსართულიან აგურის შენობაში, საწყობის ტერიტორიაზე გაჩნდა და 880 კვ/მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხელისუფლების ცნობით, შენობის ორი კედელი ჩამოინგრა. ევაკუირებულ იქნა შენობის გვერდზე მდებარე სტუდენტური საცხოვრებელი.