
უკრაინამ და ევროკავშირმა უვიზო სატრანსპორტო რეჟიმი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერმა და რეკონსტრუქციის საკითხებში, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
"ერთი წლის განმავლობაში შეთანხმებამ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. მოქმედების პერიოდში 50%-ზე მეტით გაიზარდა ორმხრივი და ტრანზიტული საგზაო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა" - თქვა მან
ვიცე-პრემიერის თქმით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს არა მხოლოდ უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერას, არამედ უკრაინას მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანთან - ევროკავშირში გაწევრიანებასთან აახლოებს.
კუბრაკოვმა ასევე განმარტა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკრაინა უკვე აშენებს საჭირო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას საზღვრებზე. კერძოდ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუმინეთთან საზღვარზე ორი ახალი საგუშაგო გაიხსნა, ხოლო პოლონეთის საზღვარზე საკონტროლო პუნქტი სატვირთო მანქანებისთვის.