
„ისინი ცდილობენ, ემოციურ მუხტს მოახტნენ და გააჭენონ ცხენი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ. მით უმეტეს, 9 აპრილი მათი თარიღი არ არის. ასე რომ, სხვის ცხენს გაუშვან ხელი და ამ ღირებულებებს ნუ ჩაეჭიდებიან, რადგან ამ თარიღს მხოლოდ და მხოლოდ დააბინძურებენ, დააზიანებენ და იერსახეს დაუკარგავენ. ეს არის ქართული საზოგადოების თარიღი და არა „ნაციონალური მოძრაობის“ [პირველი არხი]
აცხადებს "ხალხის ძალის" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ენმ-ს მიერ, 9 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.