გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოყო

გამოქვეყნდა:

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, -  უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი სამხედრო პაკეტი მოიცავს:

  •  155 მმ-იან ს 5000 ჭურვს.
  •  MLRS-ის საბრძოლო მასალებს;
  •  500 SFP9 პისტოლეტებს;
  • 4 მობილური ანტენის ანძის სისტემას;
  • 25 გენერატორს, კარვებს და სხვა.

ასევე 155 მმ კალიბრის 5330 ჭურვსა და რაკეტებს Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ოთხშაბათს ბუნდესტაგში განაცხადა, რომ უკრაინაში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის უწყვეტი მიწოდების დაწესების თემა მომავალ კვირას ევროკავშირის სამიტის ერთ-ერთი თემა იქნება. გერმანული ინდუსტრია ირწმუნება, რომ მზადაა გაზარდოს სიმძლავრე, მაგრამ ელოდება მთავრობისგან ბრძანებას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი