
ქალაქ ნოვოკუიბიშევსკის სასამართლომ რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის სამარას რეგიონალური დუმის დეპუტატი მიხაილ აბდალკინი 150 000 რუბლით დააჯარიმა და დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციაში“.
აბდალკინის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმი მას შემდეგ შედგა, რაც მან 22 თებერვალს სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ყურზე დაკიდებული მაკარონებით უყურებდა პუტინის გამოსვლას ფედერალური ასამბლეის წინაშე:
"სრულიად მხარს ვუჭერ, სრულიად ვეთანხმები, შესანიშნავი შესრულებაა. მსგავსი არაფერი მსმენია ბოლო 23 წლის განმავლობაში. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ“ - წერდა დეპუტატი ვიდეოს აღწერაში.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სამარას დუმამ კომუნისტური პარტიიდან მისი გარიცხვა მოითხოვა და პროკურატურას სიტუაციის "სამართლებრივი შეფასება" სთხოვა.