"ოცნების" დეპუტატები სამსახურში არ დადიან | რა ცვლილებები და გადაადგილებები იგეგმება პარტიაში

გამოქვეყნდა:

სრული დემორალიზება "ქართულ ოცნებაში" - პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც არც წინა წლებში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული საქმიანი აქტივობებით, ახლა საერთოდ უარს ამბობენ სხდომათა დარბაზში შესვლაზე. უკვე ერთი კვირაა, პარლამენტში ფაქტობრივად არცერთი პლენარული და არც საკომიტეტო სხდომა არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, დეპუტატები საერთოდ არ დადიან სამსახურში.

მიზეზი, როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, მარტივია - ოლიგარქის საპარლამენტო კლანის შიგნით ისედაც მყიფე ურთიერთობები საბოლოოდ დააზიანა რუსული კანონის ირგვლივ განვითრებულმა მოვლენებმა. დეპუტატები, რომლებსაც ჯერ მიაღებინეს და მერე ჩააგდებინეს საყოველთაო პროტესტის გამომწვევი პროექტი, გაღიზიანებას ვერ მალავენ და ეს კონფლიქტი პარტიის შიგნით უკვე ვეღარ იმალება.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი