ხელისუფლების შეტევა მწერლებზე | ტროლ-ბოტები დათო გორგილაძის, გიორგი კეკელიძის და დათო ტურაშვილის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ბულინგი, შეურაცხყოფა, თავდასხმა - სახალხო პროტესტის აქტიური მონაწილეების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ მართული ჯგუფები დარაზმა. ორკესტრირებული შეტევის სამიზნეში ახლა მწერლები არიან. ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისა და ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკის გამო, დავით ტურაშვილსა და დავით გორგილაძეს სახელისუფლებო ტროლ-ბოტები უტევენ. გამონაკლისი არც გიორგი კეკელიძეა.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ხელისუფლების მართული ჯგუფების მხრიდან თავდასხმებს უკვე რამდენიმე დღეა იგერიებს. მას შემდეგ რაც გიორგი კეკელიძემ სახალხო პროტესტის სიმბოლოდ ქცეულ გოგონას მარო მაყაშვილის სტიპენდია დაუნიშნა, მას თანამდებობიდან გადაყენებითაც ემუქრებიან. რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად, მწერლების პოზიცია უცვლელი და ურყევია - ქვეყნის ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლების მცდელობა ამ მოცემულობას ვერ შეცვლის.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი