
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი, გერმანიის სახელმწიფო მდივანს, ანდრეას მიქაელს ესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსაც. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში ვკითხულობთ: "შერმანმა მადლობა გადაუხადა ანდრეას მიქაელს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერისთვის უკრაინისა და მოლდოვას მიმართ.
მათ ასევე ისაუბრეს საქართველოზე და გაიზიარეს შეშფოთება ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის გაგრძელების გამო. და ასევე ისაუბრეს ყველა მხარის მიერ სიმშვიდისა და დაძაბულობის დეესკალაციისთვის ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე".
