
აშშ "უახლოეს რამდენიმე დღეში" უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ხუთშაბათს ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განუცხადა.
მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას აშშ-ის ურყევი მხადაჭერა აქვს იმ თვალსაზრისით, თუ რა შესაძლებლობებსა და თანხებზეც შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით 3 მარტს გამოცხადდა. 2022 წლის თებერვლიდან კი უკრაინას აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ უკვე 30 მლრდ დოლარს გადააჭარბა.