"ერთი კანონპროექტი იყო ამერიკული, მეორე სუფთა ქართული..." | კალაძე რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"ერთი კანონპროექტი იყო ამერიკული, მეორე სუფთა ქართული...", - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს, რომელიც "ხალხის ძალამ" პარლამენტში წარადგინა, "ოცნებამ" მხარი დაუჭირა და პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა მასშტაბური პროტესტის შემდეგ ჩააგდო. ამის შესახებ მან TV იმედის ეთერში ისაუბრა.

აღნიშნულ კანონპროექტს რუსულთან არ ჰქონდა არანაირი კავშირი. ეს იყო მიზანმიმართული PR-კამპანია, რომელიც როგორც შიდა ძალებმა, ასევე გარე ძალებმა ერთობლივად დაგეგმეს და მას თავისი იარლიყიც კი მიაკრეს, თითქოს ეს იყო რუსული კანონი და სინამდვილეში მას რუსულთან არანარი კავშირი არ ჰქონდა...

ორი კანონპროექტი იყო წარმოდგენილი, ერთი იყო ანალოგი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მეორე იყო სუფთა ქართული, უფრო შერბილებული, იმიტომ რომ ამერიკაში მოქმედი კანონპროექტი არის გარკვეულწილად ხისტი, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ჩვენი მხრიდან, აღნიშნული კანონპროექტი, რა თქმა უნდა, იყო გაცილებით რბილი და ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - გამჭვირვალობას. რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, საიდან ფინანსდება, - ამბობს კალაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი