
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტი ალან გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ე.წ "სამხრეთ ოსეთში" დაპატიჟა.
როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთს" შორის არსებული ურთიერთობების დახასიათება ზედმეტია, რადგან "განსაკუთრებული ხასიათი აქვთ, მათუმცა ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც".
ხოლო გაგლოევის თქმით, ურთულეს მომენტებში, კრემლი ყოველთვის გვერდით ედგა და დღესაც ფასდაუდებელ მხარდაჭერას უწევს.
"2008 წლის აგვისტოც გვახსოვს, როდესაც სამხრეთ ოსეთის ერი პრაქტიკულად სრული განადგურების საფრთხის ქვეშ დადგა, მაგრამ სრულიად სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილებები გამო აგრესორი შეჩერებულ იქნა" - ამბობს გაგლოევი.
გარდა ამისა, გაგლოევმა პუტინი საპატიო სტუმრის რანგში ე.წ "რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავის" აღსანიშნავად დაპატიჟა. "გეპატიჟებით სამხრეთ ოსეთში ყველაზე საპატიო სტუმრის რანგში და თქვენ ნახავთ სამხრეთ ოსეთის ხალხის თბილ, ნათესავურ, მადლიერ დამოკიდებულებას" - თქვა მან.