თურქეთში სამხედრო ავტობუსის ამობრუნებას 5 ჯარისკაცი ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებული სამხედროები საავადმყოფოში მოათავსეს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის ადგილას გაემგზავრა თურქეთის თავდაცის მიზნისტრიც. ავარიის სავარაუდო მიზეზებად ავტობუსის გაუმართაობა და მძღოლის მიერ დაშვებული შეცდომა სახელდება.