"დღეს, საქართველოს რომ ჰყავდეს სხვა ხელისუფლება, აქ გვექნებოდა უბედურება" | კალაძე

გამოქვეყნდა:

"დღეს, საქართველოს რომ ჰყავდეს სხვა ხელისუფლება, აქ გვექნებოდა უბედურება", - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე TV იმედის ეთერში საუბრობს.

მე დარწმუნებული ვარ, დღეს, საქართველოს რომ ჰყავდეს სხვა ხელისუფლება, აი ის ადამიანები, ვინც დღეს ყველაზე მეტს ხმაურობდნენ, აქ გვექნებოდა უბედურება. სრული უბედურება იქნებოდა. და რატომ ხდება ეს ყველაფერი, რატომ არის მცდელობა, რომ აჯანჯღარონ სახელმწიფო, აჯანჯღარონ ხელისუფლება, დაასუსტონ, როგორმე ჩამოაშორონ. ნახეთ პარალელურად განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით ხო არ შენელებულა, ხო არ გამქრალა ეს განცხადებები. თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს, რა გინდატ ამ ქვეყნიდან, ჩვენზე განვითარებული ქვეყნები ხართ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკები გაქვთ, ჩვენზე მეტი ხალხი ცხოვრობს თქვენს ქვეყნებში, გამოდით, ეომეთ კაცო, იომეთ, ვინ დაგიშალათ, საქართველომ არ იომა? არ მიიღო თავისი წილი უბედურება? სამწუხაროდ და საუბედუროდ? ჩვენ ხომ გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. რა გინდათ ამ ქვეყნიდან? მშვიდობა შევინარჩუნეთ, სიმშვიდეა, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მივისწრაფით ევროპისკენ, რატომ, რატომ უნდა იყოს დაძაბულობა, ომი, რატომ უნდა იყოს გადაბუგული ქალაქები, ლტოლვილი მოსახლეობა. კიდევ ეს გვინდა ჩვენ? აი ეს არის რეალობა.- ამბობს კალაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი