დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღომში 12 წლის გოგოს ეძებდნენ.
არსებული ცნობებით, ბოლოს ბავშვი პეტრიწის ქუჩაზე სკვერში შენიშნეს. გვიან ღამით ის სკვერიდან მოშორებით გარდაცვლილი ნახეს. ადგილზე პოლიცია, სამაშველო, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ძალადობის კვალი აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
10:00 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ გამოძიება შემდეგი მუხლით დაიწყო: