დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღომში 12 წლის გოგოს ეძებდნენ. არასრულწლოვანი სახლიდან, საღამოს საათებში გავიდა, რის შემდეგაც ოჯახმა ბავშვის ძებნა დაიწყო.  

არსებული ცნობებით, ბოლოს ბავშვი პეტრიწის ქუჩაზე სკვერში შენიშნეს. გვიან ღამით ის სკვერიდან მოშორებით გარდაცვლილი ნახეს. ადგილზე პოლიცია, სამაშველო, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ძალადობის კვალი აღენიშნება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი