
კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსანი პატიმრობაში რჩება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულს - ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელს.ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულების უფლებადამცველები, სასამართლოს ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს სთავაზობდნენ.
ბრალდებული თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მათე ღვინჯილია ამბობს, მას სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის უნდა დაერიგებინა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები 26 ივლისს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.