"ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს. დაკავებულია წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია.

"მთავარის" ინფორმაციით, მას სამსახურეობრივი მანქანით დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა. ფაქტს ადასტურებს წალენჯიხის გამგებელი. 

თემურ ღვინჯილია დღეს, 26 ივლისს, გამთენიისას საოკუპაციო ხაზთან დააკავა აფხაზეთის პოლიციამ, როდესაც მას 17 ყუთი სიგარეტი გადაჰქონდა. დაკავებულის საქმე ზუგდიდის ფინანსურ პოლიციაშია გადაცემული, თუმცა პოლიციაში ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ.   

თემურ ღვინჯილია წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. "მთავარის" ინფორმაციით, ღვინჯილიასთან ერთად დაკავებული არიან წალენჯიხის საკრებულოს სხვა წევრებიც.

ფოტოები "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავამ გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი