
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მინისტრებს ჩინეთის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის აპლიკაციის TikTok-ის სამსახურებრივ ტელეფონებსა და მოწყობილობებზე გამოყენება აეკრძალათ - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ბრიტანეთში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს. ბრიტანეთის მთავრობა შიშობს, რომ ჩინეთის მთავრობამ შესაძლოა, ოფიციალურ ტელეფონებზე დაცული მონაცემებზე წვდომა შეძლოს.
კაბინეტის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა თქვა, რომ აკრძალვა იყო "პრევენციული" ნაბიჯი, მაგრამ დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
TikTok-მა კატეგორიულად უარყო ბრალდებები, რომ ის მომხმარებლების მონაცემებს გადასცემს ჩინეთის მთავრობას.