ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ბაჭულშვილი, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შანტაჟში ადანაშაულებს, ის პოლიციელია, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების დაშლაში. საუბარია "სირცხვილიასა" და "შეცვალეს" ორგანიზებით გამარუთულ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც გასული წლის შემოდგომას იმართებოდა.
"მთავარი არხის" არქივში შესაბამისი ვიდეოკადრებიც ინახება.
ბაჭულაშვილი დღეს შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამოკითხა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსანმა ბაჩალიაშვილის მამის განცხადებები უარყო და მისი მხრიდან შანტაჟი გამორიცხა. ის ასევე ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტის პირად კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია.
ბაჭულაშვილი უახლოეს დღეებში, გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან შეხვედრასაც გეგმავს და ამბობს, რომ შეეცდება ყველა იმ კითხვაზე გასცეს პასუხი, რომელიც ბაჩალიაშვილებს აქვთ.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.