დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, 12 წლის გოგოს ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ოჯახმა ცხედრის გაკვეთაზე უარი თქვა. გარდაცვლილის საკუთარ სახლში დღესვე გადაასვენებენ.
"მთავარი არხისთვის" არაოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ 12 წლის მოზარდს სხეულზე მძიმე დაზიანებები და ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მას ყელზე აქვს მცირე დაზიანება.
გარდაცვლილი გოგოს ბაბუა ამბობს, რომ ბავშვი დეიდაშვილთან ერთად საღამოს სასეირნოდ იყო გასული. ნათესავი სახლში ცოტა ადრე დაბრუნდა. ამის შემდეგ მისი თქმით, 12 წლის გოგოსთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა ის სატელეფონო ზარს არ პასუხობდა. ახლა კი ტელეფონი გამორთულია. ბაბუა ამბობს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ იპოვეს თუ არა მობილური ტელეფონი სამართალდამცველებმა.
"დეიდაშვილები ჩამოვიდნენ 9 საათზე, ითამაშეს, გაისეირნეს. ერთ-ერთი უფროსი ამობრუნდა. ეს პატარა, რომელიც დაგვეღუპა, დარჩა. წავიდა წრე დაარტყა, ჩიფს ჭამდა და უნდა წამოსულიყო. რომ დაგვიანდა და ბავშვი აღარ არის, მეც დამიძახეს, ჩემმა დამ დამიძახა. ჩამოვედით, ვეძებთ ბავშვი არსად არ არის. 3 საათამდე ვეძებდით, პოლიცია, კრიმინალისტები, სასწრაფო გამოვიძახეთ. შემდეგ ვნახეთ, ვნახეთ - გაგვიხარდა, რომ ცოცხალი, თურმე ნახეს, აღარ იყო. ჰქონდა რა, მე ვერ შევხედე, ჩალურჯება, არ ვიცი, პირში მიწა ჰქონდა და დუჟი ჰქონდა. დახეული ჰქონდა და ეს კრიმინალისტი გვეუბნება, ექიმი რომ ამოწმებდა იმ დროსო. თითქოს ისე მეუბნებიან, რომ ძალადობა არ არისო, თითქოს ესე, მაგრამ ტელეფონი გაქრა, ბავშვი გაიგუდა, ჯანმრთელი, ჯანსაღი ბავშვი და ვის ვენდო. ჯანმრთელი ბავშვი იყო და არანაირი პრობლემა, არც ფსიქიკური. სავსებით ჯანმრთელი. ველოდებით, უნდა გადმოასვენონ, სამხარაულის ბიუროდან",- ამბობს ბაბუა.
სამართალდამცველებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს, თუმცა პეტრიწის ქუჩაზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები კვლავ რჩებიან. სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები უკვე ამოღებულია.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ გამოძიება შსს-მ გამოძიება მომხდარზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია ჰყავს თუ არა უწყებას იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე.
ამავე თემაზე: