ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-ის გასაფრთხილებლად, მისი ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ისროლა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს გაუშვა მისი ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Hwasong-17 (ICBM).

ოფიციალური ფხენიანის ცნობით, რაკეტის სროლა იყო აშშ-სამხრეთ კორეის მიმდინარე ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე "მკაცრი საპასუხო პოზიციის" დემონსტრირება.

Reuters წერს, რომ პარასკევს ქვეყნის სამთავრობო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ნაჩვენებია, რომ კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან ერთად უყურებს რაკეტის გაშვებას. 

ჩრდილოეთ კორეამ ICBM გაისროლა ხუთშაბათს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ტოკიოში გაფრინდებოდა სამიტზე, სადაც განიხილებოდა ბირთვული იარაღით შეიარაღებული ჩრდილოეთის წინააღმდეგ დაპირისპირების გზები. ამასთან, სამხრეთ კორეის და ამერიკის ძალებმა ორშაბათს დაიწყეს 11-დღიანი ერთობლივი წვრთნები, სახელწოდებით „თავისუფლების ფარი 23“, რომელიც ჩატარდა ისეთი მასშტაბით, რომელიც 2017 წლის შემდეგ არ ყოფილა. 

კიმ ჩენ ინმა შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნების დაწყების შემდეგ ქვეყნები დაძაბულობის გაზრდაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთის ბალისტიკური რაკეტები აკრძალულია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი