რუსმა ოკუპანტებმა ავდიევკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდიევკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი ბარაბაში ავრცელებს. 

"რუსებმა კიდევ ერთხელ "დაამარცხეს" საცხოვრებელი კორპუსები ავდიევკაში. ახლახან, სავარაუდოდ, KH-59-ის რაკეტებით. პუტინის ტურებმა რამდენიმე სართულიან კორპუსს მოარტყეს, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ", - წერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი