9 აპრილის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ენმ თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას შეხვდება

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს "რუსული კანონის" ჩაგდებაზე, "ოცნების" მიერ აქციების დაშლაზე, ასევე, სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე. ხაბეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამომავლო გეგმა, რომელიც ახალგაზრდულ ორგანიზაციას ეხება. 

"უახლოეს დღეებში, დედაქალაქიდან დაწყებული, გაგრძელებული რეგიონებით, ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას, ჩვენ მთელი საქართველოდან ვაპირებთ, რომ 9 აპრილს სრულიად საქართველო შეიკრიბოს და თქვას, არა რუსულ მთავრობას და ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის ცივილიზებული სამყაროს ოჯახის წევრები", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია 9 აპრილს, 5 საათზე, რუსთაველზე გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი