
ლატვიამ 35 რუსი, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის აგრესიას შავ სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის თქმით, აღნიშნულ პირების ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ.
"ლატვია კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელიც გრძელდება წელიწადზე მეტია...კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს ჩადენილ დანაშაულებში თანამონაწილეობას; შესაბამისად, ასეთი პირების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია" - თქვა მან
"შავ სიაში" მოხვდნენ: ხელოვანები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვა საზოგადო მოღვაწეები. მათი სია ხელმისაწვდომია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.