თურქეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

"მჯერა, ფინეთის გაწევრიანებით ნატო გაძლიერდება და აქტიურ როლს ითამაშებს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში" განაცხადა ერდოღანმა.

მან ქვეყნის პარლამენტს მიმართა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის რატიფიცირება მოახდინოს და  იმედი გამოთქვა, რომ რატიფიკაციის პროცესი 14 მაისს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე დასრულდება.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი მოლაპარაკებებს განაგრძობს შვედეთთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი