ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

გამოქვეყნდა:

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

ამასთან ერთად, ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.  

"სასამართლოს წინასწარი საქმის მოსამართლეების შეფასებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში", - წერს სასამართლო

მოსამართლეებმა თავდაპირველად განიხილეს ორდერის საიდუმლო ვითარებაში გაცემა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ მათი გასაჯაროება წვლილს შეიტანს დანაშაულთა შემდგომი ჩადენის პრევენციაში. 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი