ტაქტიკური უკან დახევის შემდეგ ქართული ოცნება ისევ შეტევაზე გადადის და დასავლეთისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს. პირველი განაცხადი თბილისის მერმა უკვე გააკეთა. რუსული მეთოდებით კახა კალაძე დასავლელ პარტნიორებზე შეთქმულების თეორიებს ავითარებს და აცხადებს, რომ სტრატეგიული მოკავშირეები საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრებიან და ქვეყნის დამონებას ცდილობენ. კალაძე დაუბრუნდა ძველ რიტორიკას და ისევ ცდილობს საზოგადოებაში ნიადაგი მოამზადოს და პასუხისმგებლობა აარიდოს ხელისუფლებას იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქიული რეჟიმის დამსახურებით ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს.