"მინდა ვნახო ქვეყანა, რომელიც დააპატიმრებს პუტინს...რამდენიმე წუთი იქნება ფრენისთვის საჭირო მის დედაქალაქამდე" - სიმონიანი

გამოქვეყნდა:

პუტინის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ჰააგის გადაწყვეტილებას ეხმაურება და იმუქრება, რომ რამდენიმე წუთია საჭირო იმ ქვეყანაზე იერიშის მისატანად, რომელიც პუტინს დააპატიმრებს. 

"მე მინდა ვნახო ქვეყანა, რომელიც ჰააგის გადაწყვეტილებით დააპატიმრებს პუტინს. რვა ან რამდენიმე წუთი იქნება საჭირო ფრენისთვის მის დედაქალაქამდე" - წერს სიმონიანი

 

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ  ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ოლექსიივნა ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. 

სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი