უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით რუსული სატვირთო საბრძოლო მასალა გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით, საჰაერო დაზვერვის დახმარებით აღმოაჩინეს რუსული სატვირთო საბრძოლო მასალა და გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდია ავრცელებს.

ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ჯარები აგრძელებენ რუსი ოკუპანტებისთვის მიზნობრივი დარტყმების მიყენებას ამრიგად, უკრაინის ეროვნული გვარდიის ოპერატიული მისიის "სპარტანის" მე-3 ბრიგადამ უკრაინის შეიარაღებული ძალების 44-ე ცალკეულ საარტილერიო ბრიგადასთან ერთად აღმოაჩინა და გაანადგურა ოკუპანტების კუთვნილი სატვირთო მანქანა" - წერია განცხადებაში 

მათი ინფორმაციით, უკრაინელებმა ჩაწერეს სამხედრო სატვირთო მანქანის მოძრაობა, რომელიც რუსებს საბრძოლო მასალას უპილოტო თვითმფრინავის დახმარებით აწვდიდა. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი