რუსეთი არ ცნობს ICC-ის იურისდიქციას და მის გადაწყვეტილებას ბათილად მიიჩნევს - პესკოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაცია არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციას და ბათილად მიიჩნევს მის გადაწყვეტილებებს - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა  პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის კომენტირებისას.

„ჩვენ შეურაცხმყოფლად და მიუღებლად მივიჩნევთ კითხვის დასმას, რუსეთი, ისევე როგორც მთელი რიგი სახელმწიფოები, არ ცნობს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციისთვის ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ბათილად ითვლება. “, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა არ გააკეთა დამატებითი კომენტარი კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის ვიზიტებზე იმ ქვეყნებში, რომლებიც აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას: „ამ თემაზე დასამატებელი არაფერი მაქვს“ - თქვა მან.

 შეგახსენებთ, რომ დღეს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი