20-22 მარტს პუტინი სი ძინპინს შეხვდება - ISW-მ თემები დაასახელა, რომელსაც ისინი განიხილავენ

გამოქვეყნდა:

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები 20-22 მარტს გამართულ შეხვედრაზე სავარაუდოდ, სანქციების თავიდან არიდების სქემას განიხილავენ.

ISW მანამდე წერდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს 16-პუნქტიან შეთანხებას, რომლის სავარაუდო მიზანიცაა ხელი შეუწყოს რუსეთს ჩინურ პროდუქტზე სანქციები ბელარუსის გავლით აირიდოს.

გარდა ამისა, ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სი ძინპინი პუტინთან ისაუბრებს ჩინეთის ძალისხმევაზე გახდეს შუამავლი ქვეყანა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში.

გარდა ამისა, ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სი ძინპინი პუტინთან ისაუბრებს ჩინეთის ძალისხმევაზე გახდეს შუამავალი ქვეყანა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში.

ჩინეთმა 24 თებერვალს 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა. როგორც ISW წერს, გაურკვეველია რას მოიცავს ჩინეთის საბოლოო წინადადება ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესახებ. 

იხილეთ ISW-ის სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები 17 მარტის ანგარიშიდან:

  • ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ბელარუსი რუსეთს ელექტრონულ კომპონენტებს აწვდის. აღნიშნული ამყარებს ISW-ის მანამდე გაკეთებულ შეფასებას, რომ ბელარუსი შესაძლოა რუსეთს დასავლეთის სანქციების თავის არიდებაში ეხმარება.
  • სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის რიტორიკა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმის შესახებ რბილდება.
  • რუსეთის ძალებმა განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები კუპიანსკი-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ.
  • რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტში და მის გარშემო.
  • რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკის გარეუბანში.
  • რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ სამხრეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზის გასწვრივ, რუსულმა ძალებმა უკრაინული ძალები მოიგერიეს.
  • კრემლი აგრძელებს რეზერვისტების გამოძახებას მთელ რუსეთში.
  • ოკუპირებულ ზაპოროჟიის ოლქში რუსეთის ხელისუფლებამ სამი უკრაინელი პარტიზანი დააკავა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი