
კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ოლექსეი გერაშენკო Telegram-ის არხში ავრცელებს.
საჰაერო განგაშის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიაც ავრცელებს და წერს, რომ ბელარუსში რუსეთის საჰაერო ძალების MiG-31K აფრინდა.