ჩვენი პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება - მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება- ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მესტიაში, რაიონული ორგანიზაციის გახსნაზე ისაუბრა. ხაზარაძემ ისტორიული ძეგლების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა:

„სვანეთი არის ის ადგილი, სადაც მოსახლეობა ყოველთვის იცავს ადათ-წესებს. ეს არის ადგილი, სადაც მტერი ვერასდროს ვერ შემოვიდა და ახლა ჩვენი მტერი უმუშევრობა და სიღატაკეა, ამიტომ ახლა გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ ვაჯობოთ იმას, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთ ჭაობურ და გაჩერებულ მდგომარეობამდე მიიყვანა.  როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება. უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ისტორიულ ძეგლებს, რომლითაც ვამაყობთ ქართველი ხალხი,”-ამბობს ხაზარაძე.

ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ  კანონი მაღალმთიანი სოფლების შესახებ, რომელიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს, სვანეთის სასტუმროებზე არ ვრცელდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნის:

„საგადასახადო შეღავათებზე კანონის გაუმართაობა არის შეცდომა, რადგან თანამედროვე სასტუმროების ქსელის განვითარება მაღალმთიან ზონებში არის მნიშვნელოვანი, რომ დასაქმდეს მოსახლეობა. ზემო სვანეთში ცხოვრობს თავისუფლების მოყვარული ხალხი. სწორედ აქ გადაიდგმება ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი