
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ "სპეციალურ ოპერაციაში" [ასე უწოდებს ომს უკრაინაში პუტინი] მონაწილეების დისკრედიტაციისა და მათ შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე. შესაბამისი დოკუმენტი ქვეყნდება რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.
რუსული მედია წერს, რომ მკაცრდება სასჯელი "დისკერდიტაციისთვის" უკრაინის ომის ყველა მონაწილესთან დაკავშირებით, მათ შორის მოიაზრებიან ე.წ. მოხალისეები, მაგალითად, "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მეორმრები. ასეთი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მანამდე კი სასჯელის მაქსიმალური ზომა 5-წლიანი პატიმრობა იყო.
გამკაცრდა მუხლი- რუსული შეიარაღებული ძალების შესახებ "ყალბი ინოფრმაციის" გავრცელების შესახებ. ეს მუხლი გავრცელდება მოხალისეებზეც. მაქსიმალური სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთაa.
რუსული მედიის ცნობით, გარდა ამისა, პუტინმა ხელი მოაწერა კიდევ ერთ კანონს - ადმინისტრაციულ დანაშაულთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ - კერძოდ, მოხალისეების დისკრედიტაცია (თუ ეს ქმედებები არ შეიცავს დანაშაულებრივ მოქმედებას) ისჯება ჯარიმით 30 -დან 50 ათასამდე რუბლამდე მოქალაქეებისთვის, 100 -დან 200 ათასამდე - ოფიციალური პირებისთვის და 300 -დან 500 ათასამდე იურიდიული პირებისთვის.