ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ან მის კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს - გაერო 

გამოქვეყნდა:

გაეროს უკრაინის საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულება ასობით უკრაინელი ბავშვის რუსეთში უკანონო გადაყვანის შესახებ. ორგანიზაციის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია ომის დანაშაულად ითვლება.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 16 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს. კომისიის დასკვნაში ასევე წერია, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის სხვა დანაშაულებიც ჩაიდინა. მათ შორისაა საავადმყოფოებზე თავდასხმები, წამება, გაუპატიურება და მკვლელობები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი